www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: სითი24.ჯი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

საქართველოს გეოგრაფიულ ბაზაზე დაფუძნებული ცნობარი "City24.ge" დაარსდა 2011 წლის მიწურულს. ჩვენ მიზნად დავისახეთ ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კატალოგში თავმოყრა და გეოგრაფიულ მონაცემებზე დაფუძნებული საინფორმაციო ბაზის შემუშავება.

ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი ელექტრონული საძიებო სისტემა, რომელშიც შესაძლებელი იქნება სწრაფად და მარტივად მოხდეს სასურველი ინფორმაციის მოძიება.

ამჟამად ჩვენს ონლაინ რუკაზე შესაძლებელია სხვადასხვა სოფლის, ქალაქის, ქუჩის, ქუჩის ნომრისა და ორგანიზაციის მოძიება. ამავდროულად, ვცდილობთ რა მაქსიმალურად გავამარტივოთ ძებნის პროცესი, გთავაზობთ ქუჩის ან ქუჩის ნომრის მოძებნისას მასზედ რეგისტრირებული ორგანიზაციების სიას ფილტრით.

აგრეთვე ჩვენ გთავაზობთ მარშრუტის გამოთვლას ერთი წერტილიდან მეორემდე და რუკაზე მოძებნილი შედეგის ბეჭდვას, ხოლო ვებ დეველოპერებს შეუძლიათ აიღონ ჩვენი რუკა და ჩასვან ის მათთვის სასურველ ვებ გვერდზე.

ჩვენ მუდმივად ვაახლებთ ჩვენს მონაცემებს, ვამატებთ ახალს და ვცდილობთ, გავხადოთ ის დღითიდღე უფრო ინფორმატიული და სასარგებლო მომხმარებლისთვის.

"City24.ge" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00;
ანაზღაურება: 600 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 23-დან 35 წლამდე
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება;
** დისტანციურ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ბაზის მონიტორინგი და განახლება;
** პოტენციური კლიენტების მოზიდვა და პროდუქტის შეთავაზება;
** კომპანიის ყველა პროდუქტის და პირობის სრულყოფილად ცოდნა;
** არსებული კლიენტების მონიტორინგი და ახალი პროდუქტის შეთავაზება;
** ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან (კოორდინატორთან);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@city24.ge და გთხოვთ ელ-ფოსტის "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |