www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ოდისეა
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. ოდისეას წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკითხველებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება ადგილზე მიტანის უფასო სერვისით.

კომპანია ოდისეა აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქალაქი ბათუმი
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ - 16:00 სთ / 16:00 სთ - 22:00 სთ
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
** ანაზღაურებადი სტაჟირება: ორი თვე (პირველი თვე 300 ლარი, მეორე თვე 400 ლარი + ბონუსი).
** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + მზარდი ბონუსი.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება/გაყიდვა;
** მომხმარებელთა ბაზის განვითარება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

** მუშაობის მაღალი მოტივაცია;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** ასაკი 20-დან 50 წლამდე;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@odisea.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, (ბათუმი, ქოლ-ცენტრის ოპერატორი) რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |