www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი
მომწოდებელი: Smart House
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

შპს "Smart House" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე.

მთავარი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ტექნიკური, ელექტრო ინჟინერიის განათლების მქონე პირებს);
** უსაფრთხოების სისტემების სტრუქტურის კარგად ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა; (წერა, კითხვა, საუბარი საშუალო დონეზე)
** პროგრამების ცოდნა, მინიმუმ: Windows, MS Office (Word, Excel, Outlook), AutoCAD;
** კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი.
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა.

სამსახურეობრივი მოვალეობები:

** სისტემების ტესტირება, პროგრამირება, ინტეგრირება. (Fire alarm, Access control, CCTV, PA, Intrusion)
** მომსახურეობის გაწევა, თრაბელშუთინგი (Troubleshooting) და ტრენინგების უზრუნველყოფა;
** სისტემების მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** საპროექტო და მუშა ნახაზების მომზადება;
** სპეციფიკაციის მომზადება;
** განმარტებითი ბარათების შედგენა;
** ობიექტზე სამუშაოების დაგეგმარება და ორგანიზება;

სამუშაო პირობები:

სრული სამუშაო დღე (10:00-დან-19:00 საათამდე) კვირის გარდა, შაბათს (10:00-დან-15:00 საათამდე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ ისაკაძის 12
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი)

თუ თვლით რომ სრულად აკმაყოფილებთ საჭირო მოთხოვნებს გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე მისამართზე: hr@shg.ge და გთხოვთ "subject" გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |