www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომო აგენტი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

"კრედო ბანკში" ვეძებთ პრომო აგენტებს მუდმივი დასაქმების პერსპექტივით. თუ გაქვს ბანკში კარიერის დაწყების სურვილი, საახალწლოდ გინდა გქონდეს საკუთარი თანხა საჩუქრებისთვის, ხარ სტუდენტი და გაქვს დრო, შენ ჩვენ გვჭირდები.

მთავარია შენ იყო:

** მოტივირებული;
** დაუზარელი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** საბანკო სფეროში კარიერის გაკეთების სურვილით შეპყრობილი;
** ენთუზიაზმით სავსე;
** პასუხისმგებლიანი.

შესასრულებელი სამუშაო: პრომო სარეკლამო მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს "კრედო ბანკის" საგანვადებო პროდუქტების შეთავაზებას მომხმარებლისთვის.

საქმიანობის განხორციელების ადგილი: დიდი სავაჭრო ცენტრები, სადაც განთავსებულია "კრედოს" განვადების დესკები.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 11:00-დან 19:00 საათამდე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი (net)
** პროექტი გრძელდება 1 თვის მანძილზე დეკემბრის განმავლობაში. წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან "კრედო ბანკში" მუდმივ პოზიციებზე.

თუ თვლი, რომ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებ, დანარჩენს ჩვენ თავად შეგასწავლით და მოგცემთ რეალურ შანსს განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში.

ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: cv@credo.ge ან ჩაგვიგდე შენი CV inbox-ში "კრედო კარიერის" გვერდზე (https://www.facebook.com/credo.career) 30 ნოემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ ქალაქი, რომლითაც ხართ დაინტერესებული და სახელწოდება: "პრომო აგენტი".

ჩვენ ჩვენს შტატიან თანამშრომლებს ვთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტნეს მომსახურების დაფინანსებას - ბენდუქიძის აუზი, World Class, ჰუალინგი;
** ტრეინინგების, მასტერკლასების, სხვადასხვა სასწავლო პროგრამების თანადაფინანსების შესაძლებლობას;
** თანამედროვე სამუშაო გარემოში, პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** კორპორატიული ღონისძიებებს კომპანიის დაფინანსებით წელიწადში რამდენჯერმე.

გისურვებთ წარმატებულ დასაწყისს "კრედო ბანკთან" ერთად - #გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |