www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წამყვანი React დეველოპერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ ენთუზიაზმით აღსავსე, მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის მაღალი დონის პროდუქტების შესაქმნელად.

ვეძებთ წამყვან React დეველოპერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** React-ისა და Redux-ის კარგი ცოდნა;
** CSS3, HTML5, JS (ES6+) და Web API-ს კარგი ცოდნა;
** ფუნქციონალური პროგრამირების (FP) პრინციპების ცოდნა და და აღქმა;
** პროექტირებისა და პროგრამირების პატერნების ცოდნა;
** ვებ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიებისა და პროცესის ცოდნა მაღალ დონეზე;
** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში.

პლუსად ჩაითვლება: Lerna-სა და Webpack-ში მუშაობის გამოცდილება.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე.
** ანაზღაურება: 4000-6000 ლარი ხელზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Lead React Developer".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |