www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: თი-ემ-სი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

აუდიტორული კომპანია შპს "თი-ემ-სი" აცხადებს სტაჟირებას.

შპს "თი-ემ-სი" ემსახურება თავის მომხმარებელს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე აუდიტორული, საბუღალტრო, იურიდიული, საკონსულტაციო, საბაჟო-საბროკერო და საშემფასებლო, IT აუდიტის და ადმინისტრაციული მომსახურებებით.

კოლექტივი გამოცდილი და მაღალკვალიფიციურია, ხოლო გარემო მეგობრული, რაც მოგცემთ შესაძლებლობას განივითაროთ და შეიძინოთ ახალი უნარ-ჩვევები, გაიღრმავოთ ცოდნა და გადადგათ ნაბიჯი თქვენი კარიერული წინსვლისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ფინანსების კუთხით ჩაითვლება უპირატესად.
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული);
** Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა;
** კომპიუტერულ პროგრამებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;

შერჩევაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს მხოლოდ იმ კანდიდატს, ვისაც, აქვს თავისუფალი გრაფიკი და სრული დღე იქნება ჩართული სტაჟირების პროცესში.

აპლიკანტი უნდა იყოს, ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი და მოტივირებული.

შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე.
სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
სტაჟირების პერიოდი: 4-6 თვე

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ
ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სტაჟირება 25/11/2019", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით PDF - წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |