www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცენტრალური საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორი, გ. ნადარეიშვილის ქუჩა #4
სამუშაო საათები: 09:00-18:00
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: საწყისი > 550 ლარი
პირველი მატება: ორი თვის შემდეგ 700 ლარი
მეორე მატება: ორი თვის შემდეგ 800 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება;
** დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის ტვირთვის გადაცემა;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობის დალაგება, დასუფთავება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ერთჯერად კვებას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

თუ გსურს გახდე ჩვენი დიდი გუნდის წევრი, აირჩიე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

** მოდი პირდაპირ გასაუბრებაზე, "ნიკორა ტრეიდის" სათაო ოფისში, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 11:00-ზე ან 15:00 საათზე (მისამართი: ც. დადიანის #7, ს/ც ქარვასლა, მე-4 სართული).
** გამოაგზავნე შენი მონაცემები ელ. ფოსტით, მისამართზე: anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "ცენტრალური საწყობის თანამშრომელი" ან დაგვირეკე 591 04 08 40 / 0322 500 406
** შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

"ნიკორას" HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |