www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

ს.ს. "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, იურიდიულ სამსახურში.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. საგურამო

ძირითადი მოვალეობები:

** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** ხელშეკრულებების, შეთანხმებების, ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
** ოქმების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ინტერესების წარმოდგენა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ "საქპატენტში", საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
** სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
"შრომის, ინტელექტუალური საკუთრების, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზციაზე;
** MS Office სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;

უნარები:

** ორგანიზებულობა და პრობლემების სწრაფად მოგვარების უნარი;
** რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** კომუნიკაბელური; მოტივირებული;
** დისციპლინირებული;
** მოლაპარაკების უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე hr@geobeer.ge-ზე. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |