www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი, დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: Linge Hotel
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

სასტუმრო "LINGE" აცხადებს ვაკანსიებს:

1. სასტუმროს ადმინისტრატორი

გრაფიკი: ცვლები
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოთხოვნები:

** გოგონა 35 წლამდე.
** სასურველია სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება.
** ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
** სატელეფონო ზარებზე და ონლაინ ჩათში პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრებთან ურთიერთობა
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება
** რეზერვაციის საიტებთან მუშაობა
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** ყურადღება დეტალების მიმართ
** პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.

2. დასუფთავების თანამშრომელი

გრაფიკი: ცვლები
ანაზღაურება: ფიქსირებული

მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ყველა ნომრის დღიურად მომსახურება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ყველა სართულის გასაღებების მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში მოთავსება;
** პასუხისმგებლობა კორიდორის მონაკვეთის სისუფთავეზე.
** ხალიჩის, პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების, ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნებისა და სახშაპის ფარდების ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შეტყობინება სტანდარტების შესაბამისად;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის ამ პროცედურების შესაბამისად შესრულება;
** აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის პირებისთვის შეტყობინება;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: temo337377@gmail.com; სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |