www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უნივერსალური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სფერო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

"სფერო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები გაყიდვების/შესყიდვების გეგმების შესრულებიდან + საკომისიო
სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის მე-2 გასასვლელი 11ა

მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთვის შეთავაზებების მომზადება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** კომპანიის უნიკალური და ექსკლუზიური პროდუქტების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება;
** ჯგუფების მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე აუცილებელია:
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ უზრუნველვყოფთ:

** კადრების პროფესიონალურ გადამზადებას;
** საკონტაქტო ბაზებთან წვდომას;
** გამართულ საკომუნიკაციო საშუალებებს;
** კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილ სამუშაო ადგილს;
** მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი - სრული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: info@sferoholding.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "უნივერსალური გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |