შპს "JULY" საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტიორი და "ელექტრონიკის" მაღაზიათა ქსელის მფლობელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
** ახალგაზრდა, ენერგიული მამაკაცი.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, პრობლემების მოგვარება.
** დაზიანებული ტექნიკის შეკეთება.
** საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო დეტალების შეკვეთა.
** სპეციალისტებთან, ბრენდის წარმომადგენლებთან და სერვის ცენტრებთან საქმიანი ურთიერთობა.
** საოფისე ინვენტარის გამართულ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა.
** სერვისის აღწერაში მონაწილეობის მიღება.
უნარები:
** მოწესრიგებული
** პუნქტუალური
** ყურადღებიანი
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლიანი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი. ბელიაშვილის N104.
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი
** ხელფასი: ფიქსირებული 600 ლარი + ბონუსი (ხელობის).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Metreveli_m@electronika.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.