www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთარგმნელი - ინგლისური, ქართული
მომწოდებელი: Caucasus Translations
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი მთარგმნელის პოზიციაზე ჩვენს მთარგმნელობით გუნდში სამუშაოდ, მრავალენოვანი კორპორატიული და ლოკალიზაციის განყოფილებაში თბილისში, საქართველოში.

სასურველია კანდიდატი იყოს ენებისა და მონათესავე კულტურების მოყვარული, რომელიც ასევე შეძლებს ტექსტის რედაქტირებას/კორექტირებას და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა თარჯიმნებისთვის რეკომენდაციების მიცემას.

ინგლისური ენის თარჯიმანი დაეხმარება თარგმანის, გადახედვის, ხარისხის მართვისა და სხვა ტექნიკური დავალებების შესრულებაში, რომელიც პროექტის მენეჯერის მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებში არსებულ სხვადასხვა პროექტს ეხება.

სამსახურეობრივი მოვალეობები:

ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე (და პირიქით) დოკუმენტების თარგმნა, მოწვეული თარჯიმნებისა და გუნდის სხვა წევრების მიერ შესრულებული თარგმანის შემოწმება თარგმნილი მასალების სიზუსტის, ხარისხისა და თანმიმდევრულობის უზრუნველყოფით. მთარგმნელის მუშაობის შესრულების შეფასება და შესაბამისი კომენტარების მიწოდება თარგმნილ ტექსტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. მნიშვნელობებისა და ტერმინოლოგიის დასაზუსტებელი საჭირო ძიების ჩატარება მაღალხარისხოვანი კორექტურის მისაღწევად. კომპიუტერული დახმარების თარგმანის ხელსაწყოების, ტერმინოლოგიური ბაზების, სიტყვარებისა და სხვა საცნობარო მასალების ეფექტური გამოყენება. ინგლისურ ენაზე დაწერილი ტექსტების რედაქტირება გრამატიკის, მართლწერის, კომპანიისთვის დამახასიათებელი უნიკალური სტილისა და ტერმინოლოგიის სწორი გამოყენების უზრუნველსაყოფად. დოკუმენტების გადახედვა, ჩასაბარებლად მზადყოფნის შესამოწმებლად. სათანადო გამოკვლევისა და კონსულტაციების დახმარებით კომპანიისთვის დამახასიათებელი უნიკალური სტილის სახელმძღვანელოების, სიტყვარების, თარგმანის მეხსიერების და ტერმინოლოგიური ბაზების მხარდაჭერა. ლინგვისტიკისა და თარგმანის განვითარების საქმის კურსში ყოფნა. საჭიროების შემთხვევაში, ლინგვისტური და კულტურასთან დაკავშირებული რჩევების მიცემა კლიენტებისთვის და "Caucasus Translations"-ის გუნდის წევრებისთვის.

პროფესიონალური მოთხოვნები:

** საჭიროა პირველი დონის ხარისხი უნივერსიტეტიდან ან ექვივალენტური სტატუსის მქონე დაწესებულებიდან.
** საჭიროა თარგმანის სფეროში მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება.
** სასურველია კომპიუტერული დახმარების თარგმანის (CAT) ხელსაწყოებით სარგებლობის გამოცდილება.
** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, რაც უტოლდება მშობლიურ ენაზე მოსაუბრე განათლებულ პიროვნებას. ** ინგლისური ენის უბადლო ცოდნა, რთული ტექსტების გამართული თარგმანი მინიმალური დახმარებით.
** ოფისში მუშაობის შესაძლებლობა (კომპანიის თბილისში მდებარე სათაო ოფისიდან)
** კარგი ანალიტიკური უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად, და/ან გუნდთან მუშაობის უნარი, ვადების დაცვით.

შეფასება: შესაფერისი კანდიდატები ცოდნისა და გამოცდილების დასადგენად შეფასდებიან ინტერვიუზე ან შეფასების სხვა მეთოდების საშუალებით და დაუდგინდებათ ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.

სამუშაო საათები: 10:00 AM - 18:00 PM, ორშაბათი-პარასკევი.
ანაზღაურება: "Caucasus Translations" გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, რომელიც კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული.

გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი CV, აკადემიური დიპლომები, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები, ელექტრონულ მისამართზე:translate@caucasustranslations.com - შემდეგი თემის მითითებით: "Eng Translator".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |