www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერის შემცვლელი/კონსულტანტი
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელი "Vestel"-ი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის შემცვლელი/კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჭავჭავაძის 21
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება), კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: მზარდი ფიქსირებული 500-600 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა, ახალი პროდუქციის მიღების დროს დეტალური შესწავლა
** პროდუქციის სტენდებზე განთავსება
** მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
** მაღაზიის მენეჯერის ფუნქციების შესრულება მისი არყოფნის დროს (გაყიდვების პროგრამულად გატარება, სალაროსთან მუშაობა, და ა.შ.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტექნიკის მაღაზიაში)
** სასურველია თურქული, ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიული და მოტივირებული
** მოწესრიგებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: olga.matveeva@mateks.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდეთ: 577 020424.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |