საქართველოს განახლებად ენერგიის კომპანია მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ჰიდროელექტრო სადგურის ინჟინრის პოზიციაზე.
საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია არის კერძო, ქართული კომპანია რომელიც ავითარებს პროექტებს ენერგეტიკის მიმართულებით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ჰიდროელექტრო სადგურის ოპერირებისთვის საჭირო ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების: გენერატორების, ტრანსფორმატორების, ტურბინების და სხვა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრო მოწყობილობების, მექანიკური დანადგარების და სხვა დამხმარე აღჭურვილობების გეგმიური შემოწმების წარმოება, პროფილაქტიკური და მცირე სარემონტო სამუშაოების წარმოება;
** მაღალი ძაბვის მოწყობილობების ოპერირება;
** დაკვირვებისა და ჩანაწერების წარმოება წყლის დონეზე, ნაკადზე და ჰესის სხვადასხვა პარამეტრების;
** სადაწნეო სისტემების ოპერირება, კონტროლი და მომსახურეობა;
** პერიოდული ანგარიშების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ენერგეტიკის განხრით;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრო და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული/ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@grpc.ge არა უგვიანეს 2019 წლის 20 დეკემბრისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიამ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.