www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხელოსნებისა და ბრიგადირების სტაჟირება
მომწოდებელი: გზა
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

სამშენებლო კომპანია - შპს "გზა" აცხადებს ხელოსნებისა და საქმის მწარმოებლების დამხმარეების (ბრიგადირების) 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ბათუმში, ქალაქის ინფრასტრუქტურული მშენებლობის სფეროში (გზების, მილსადენების, რეზერვუარების და სატუმბო სადგურების მშენებლობა) შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

ზოგადი მოთხოვნები ხელოსნებისათვის:

** ასაკი: 18 წლიდან
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა/კოლეგიალობა;
** დისციპლინირებულობა.

დამატებითი მოთხოვნები საქმის მწარმოებელთათვის:

** ტექნიკურ სპეციალობათა სტუდენტი ან უმაღლეს დამთავრებული
** ლიდერობის თვისებების მქონე
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სტაჟირების გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე. დღის პირველ ნახევარში 2 საათი დაეთმობა სწავლების კურსს, დანარჩენი დრო პრაქტიკულ მუშაობას სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე. სტუდენტების შემთხვევაში იქნება სწავლაზე მორგებული გრაფიკი.

ხელზე ასაღები ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში ხელოსნისთვის შეადგენს 300 ლარს, საქმის მწარმოებლის დამხმარისთვის - 500 ლარს. სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, წარმატებული კადრები დასაქმდება სრულყოფილი განრიგით.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: practice.gza@gmail.com

ჩვენი მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #51
ტელ: 555 606027



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |