www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შშმ-პირების ასისტენტი
მომწოდებელი: ხელი ხელს
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

ვაკანსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ასისტენტი
ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია "ხელი ხელს" 2011 წლიდან ახორციელებს საოჯახო ტიპის საცხოვრებლის მომსახურებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ზრდასრული ადამიანებისთვის.

ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, ინტელექტუალური ან/და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ-პირების ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

განათლება და გამოცდილება:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** სხვა ადამიანებზე (სასურველია შშმ პირებზე) ზრუნვის გამოცდილება;
** სასურველია ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში.

მოთხოვნები _ სპეციფიკური და პიროვნული უნარები:

** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** ინსტრუქციის დაცვის უნარი;
** სტრესის დაძლევისა და კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გადაუდებელ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედების უნარი;
** სხვის დახმარებაზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივიანობა;
** მიზანსწრაფულობა;
** ადაპტაციის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

პასუხისმგებლობა:

** შშმ პირების დახმარება/მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ღირსეული მოპყრობა/უფლებების დაცვა;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო, ფუნქციონალური და პროფესიული უნარების განვითარება;

ფუნქცია/მოვალეობები:

** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავების (თვითმოვლა, თვითმომსახურება) და საოჯახო საქმიანობაში ჩართულობის მხარდაჭერა;
** პროფესიული უნარების გამომუშავების და სამსახურებრივი საქმიანობის მხარდაჭერა/ხელშეწყობა;
** სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;
** განათლება/განვითარების ხელშეწყობა;
** ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე ზრუნვა და უფლებების დაცვაში მხარდაჭერა;
** პირადი დოკუმენტაციის წარმოება.

შერჩევის პროცედურა:

** ეტაპი I- CV-ის განხილვა;
** ეტაპი II- გასაუბრება;
** ეტაპი III- პრაქტიკა;
** ეტაპი IV - ტრენინგ-კურსი და შემდგომი ტესტირება;
** ეტაპი V- ხელშეკრულების გაფორმება;

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV- მეილზე handinhandg@gmail.com და Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ორგანიზაციის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 577 55 99 32 - ამირან დათეშიძე



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |