www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აგრონომი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია საქართველოში - შპს "აგრონომი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: ყოველდღე კვირის გარდა, 9:30-დან 17:30-მდე (1 საათი შესვენება)
ხელფასი: 1200 ლარი + ბონუსები.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირებაში
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით, როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ გაყიდვებში.
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მაღაზიების გახსნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილების მოძიება
** მარაგების კონტროლი და საჭიროების მიხედვით პროდუქციის გადაადგილება
** პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება
** პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება
** მომხმარებლის მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება.

უნარები:

** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება
** სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი
** გაყიდვების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agronom.com.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |