www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი

სამუშაოს აღწერილობა:

** ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
** აბონენტებთან შიდა ქსელის დაზიანებების აღმოფხვრა;
** აბონენტთან შიდა ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი, რეკონსტრუქცია;
** კომპანიის მოწყობილობების მონტაჟი და გამართვა;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
** აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება( სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი ავტომანქანის ყოლა;
** სახელმწიფო ენის ფლობა;

აუცილებელი უნარები:

** დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy.regions@servicenetgroup.ge 2019 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |