www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური აუდიტორის თანაშემწე
მომწოდებელი: თი-ემ-სი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

აუდიტორული კომპანია შპს "თი-ემ-სი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აუდიტორის თანაშემწის პოზიციაზე.

შპს "თი-ემ-სი" ემსახურება თავის მომხმარებელს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე აუდიტორული, საბუღალტრო, იურიდიული, საკონსულტაციო, საბაჟო-საბროკერო, საშემფასებლო, IT აუდიტის და ადმინისტრაციული მომსახურებებით.

კოლექტივი გამოცდილი და მაღალკვალიფიციურია, ხოლო გარემო მეგობრული, რაც მოგცემთ შესაძლებლობას განივითაროთ და შეიძინოთ ახალი უნარ-ჩვევები, გაიღრმავოთ ცოდნა და გადადგათ ნაბიჯი თქვენი კარიერული წინსვლისთვის.

მოვალეობები:

ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება, რაც გულისხმობს:

** ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას;
** სხვადასხვა ფინანსური ცხრილების მომზადებასა და მონაცემების სისწორის შემოწმებას;
** ბუღალტრულ ოპერაციებში არსებული უზუსტობების იდენტიფიცირებას პირველად დოკუმენტებთან მიმართებაში;
** იდენტიფიცირებული ხარვეზების განხილვას ხელმძღვანელ პირებთან;
** მოთხოვნის შესაბამისად ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულებას

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების განხრით);
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** IFRS სტანდარტების აღქმისა და გაანალიზების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ
ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსური აუდიტორის თანაშემწე" - წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით - წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული რეზიუმე არ განიხილება.

ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |