www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Silver 39 Boutique Hotel
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

ვერცხლის ქუჩაზე მდებარე, ახალი გახსნილი 21 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით - "Silver 39 Boutique Hotel" - აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები იქნება:

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები
სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ თანამშრომელს.

ძირითადი მოვალეობები:

** შეხვდეს და დაეხმაროს სასტუმროს სტუმრებს მიიტანოს სტუმრების ბარგი ოთახამდე;
** უზრუნველყოს სტუმრების ბარგის მოკლე ან გრძელი ვადით შენახვა/დაბინავება;
** თავაზიანად უპასუხოს სტუმრების კითხვებს და დააკვალიანოს ისინი;
** გაუწიოს სტუმრებს სხვა რელევანტური ტიპის დახმარება;
** ჩაერთოს სასტუმროს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში;
** უზრუნველყოს სტუმრების უსაფრთხოება;
** ადმინისტრაციის დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური (საშუალოდ) და რუსული (საშუალოდ);
** თავაზიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული, ორგანიზებული, მოწესრიგებული;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hotelsilver39@silver39.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |