www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Gulf Georgia
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

შპს "სან სთორზი"- საქართველოში "გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია"-ს შვილობილი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას კომპანიის ავტოგასამართ სადგურებთან არსებული მაღაზიების (მარკეტების) ქსელში მაღაზიის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. აბაშა

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში მიმდინარე ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა, კოორდინაცია და კონტროლი;
** მაღაზიის თანამშრომელთა მართვა, კონტროლი, დახმარება;
** მაღაზიის ნაშთების კონტროლი;
** ვადების კონტროლი და პროდუქციის როტაცია;
** პროდუქციის დროული და რაოდენობრივად მართებული შეკვეთების მომზადება;
** ახალი პროდუქტის შემოსავალში აყვანა, დასაწყობება, თაროებზე განლაგება;
** გაყიდვების ანალიზი პროდუქტების მიხედვით;
** რეკომენდაციები პრომო აქციებითა და სხვა სახის საქმიანობით გაყიდვების გასაზრდელად;
** თანამშრომელთა ტრეინინგი გაყიდვების გაზრდისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად;
** მაღაზიაში დამატებითი მომსახურების საკითხების შესწავლა და რეკომენდაციები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე:
career@gulf-ge.com

შპს "სან სთორზის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "სან სთორზი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან სთორზის" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ შპს "სან სთორზს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან სთორზი" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |