www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: რონიკო
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

ოპტიკური კომპანია "რონიკო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

"რონიკო" არის ლიდერი ოპტიკური კომპანია, ქართულ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობის 25-წლიანი ისტორიით. წლების მანძილზე საქართველოში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და დავნერგეთ ოპტიკური პროდუქციით სარგებლობის კულტურა, შემოვიტანეთ უამრავი მსოფლიო ბრენდი!

იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ შეგასწავლით ახალ პროფესიას - ოპტიკოსი. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა ჩამოყალიბდეთ ოპტიკოსად და ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად. პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მაღალ ანაზღაურებას!

გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს გულდასმით გაეცანით და თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავს შესაბამის კანდიდატად მიიჩნევთ, ვინაიდან ჩვენ ვაფასებთ როგორც საკუთარ, ასევე თქვენს დროსაც!

ჩვენ გთავაზობთ:

** ახალი პროფესიის - ოპტიკოსი - შესწავლას;
** პროფესიულ ტრეინინგს;
** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
** პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, მაღალ ანაზღაურებას;

სამუშაო გრაფიკი: სრული, 6 დღიანი სამუშაო კვირა.

რას ვითხოვთ თქვენგან, აუცილებელი უნარები:

** ​თვითრეალიზაციისაკენ სწრაფვა, პროფესიული განვითარების გამოკვეთილი სურვილი;
** მიზანსწრაფულობა და პოზიტიური ენერგეტიკა;
** თავდაჯერებულობა და მოტივირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** სასიამოვნო ვიზუალი;
** სიახლეების ადვილად ათვისება, ინოვაციებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
** პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, უაღრესად დისციპლინირებულობა;
** მოსმენა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
** გაწონასწორებულობა;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** პროდუქტის ეფექტურად პრეზენტირების უნარი;
** მომხმარებლის მოსმენა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** სალარო პროცედურების სწორი დაცვა;
** კომპანიის დამტკიცებული პროცედურების/შინაგანაწესის დაცვა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილის თანხლებით, გამოაგზავნოთ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@roniko.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "კონსულტანტ-ოპტიკოსი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |