www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გუდაური ინნ
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

გუდაურში მდებარე 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "გუდაური ინნ" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** სტუმართან კომუნიკაცია, მათთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა;
** სტუმრისათვის მენიუს მიტანა/გაცნობა.
** საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება.
** სტუმრის გაცილება და მათი შთაბეჭდილების გაგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** სასურველია კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
** აუცილებელია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი.

აუცილებელი უნარები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა;
** ყურადღებიანობა
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა.

სამუშაო ადგილი: გუდაური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსთან ერთად, მისამართზე: info@gudauriinn.com (გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვირეკოთ ნომერზე 595 181595).

ვებ გვერდი: www.gudauriinn.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |