www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედია მარკეტერი
მომწოდებელი: თილისმა
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

კომპანია "თილისმა" ახორციელებს ქართული და უცხოური პროდუქციის რეალიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილეს E-commerce საიტებზე (ამჟამად Amazon და Ebay). ამ ეტაზე ბრენდი ზრდის პროცესშია და იმატებს როგორც ახალ პროდუქტებს, ასევე გაყიდვის ახალ გზებს (Etsy, WOOT! Walmart).

გუნდის ახალ წევრს სოციალური მედია მარკეტერის როლში საშუალება მიეცემა იმუშაოს გლობალურ ბაზრებზე, ისწავლოს ონლაინ მარკეტინგის უახლესი ტრენდები, დაეუფლოს სხვადასხვა პლატფორმებს და მონაწილეობა მიიღოს წარმატებული სტარტაპის ადრეულ ეტაპზე განვითარებაში.

სავალდებულოა:

** ინგლისურის ენის მაღალ დონეზე ცოდნა (შემოწმდება)
** კომპიუტერთან მეგობრობა
** შრომისმოყვარეობა
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება

სასურველია:

** გამოცდილება სოციალური მედია მენეჯმენტის მიმართულებით
** განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ან IT მიმართულებით
** სხვადასხვა სპეციფიური კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Photoshop, Adobe Illustrator)

კანდიდატების შერჩევა მოხდება 3 ეტაპად:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ტესტი და კითხვარი;
** გასაუბრება;

სამუშაო საათები იქნება მოქნილი, მაგრამ განაკვეთი სრული.
მუშაობა შესაძლებელი იქნება როგორც სახლიდან ისე ოფისიდან, საჭიროებიდან გამომდინარე.

შერჩეული კანდიდატი გაივლის 1 თვიან ანაზღაურებად საცდელ პერიოდს.

საცდელი და შემდგომი პერიოდის ანაზღაურებაზე შევთანხმდებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე tsignadzei@gmail.com-ზე არა უგვიანეს 2019 წლის 20 დეკემბრისა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |