www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მტვირთავი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მტვირთავის თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

მოვალეობები:

** მიღებული დავალების მიხედვით პროდუქციის მოგროვება;
** კონტეინერების/ტრაილერების დაცლა;
** მანქანების დატვირთვა;
** ნებისმიერი საქონლის გადაადგილება რაც დაკავშირებულია საწყობის გამართულ მუშაობასთან.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.

აღნიშნულ პოზიციაზე ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა 20 წლიდან 35 წლამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 15 დეკემბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |