www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასერთიფიკაციო სასწავლო პროგრამა - სამოქალაქო ლიდერობა
მომწოდებელი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
თანდართული ფაილი: 47582_ctc_program_cl_2561571.zip
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 23 დეკემბერი

"კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" (CTC) აცხადებს მიღებას სასერთიფიკაციო სასწავლო პროგრამაზე "სამოქალაქო ლიდერობა".

სასწავლო პროგრამა დასწრებული და დისტანციური სწავლების კომბინაციაა და ოთხი მოდულისგან შედგება:

** სამოქალაქო ლიდერობა;
** ეფექტიანი კომუნიკაცია და ჩართულობა;
** პროექტის მართვა;
** ფონდების მოძიება.

სასწავლო პროგრამა მომზადდა და ტარდება "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის" (CTC) მიერ, ევროკავშირისა და "კონრად ადენაუერის ფონდის" მხარდაჭერით პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში.
"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება "კონრად ადენაუერის ფონდის" (KAS) მიერ, "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან" (CSI), "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან" (CTC), "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან" (CSRDG) და "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან" (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია "კონრად ადენაუერის ფონდი".

ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ:

პროგრამა განკუთვნილია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების წევრებისთვის, აქტივისტებისთვის, მოხალისეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს საკუთარ თემში ან რეგიონში დადებითი ცვლილების განხორციელება.

სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

** მოძებნონ და ითანამშრომლონ თანამოაზრეებთან თავიანთ თემსა და/ან რეგიონში
** წარმატებით გაუძღვნენ სათემო პროექტებს, ინიციატივებსა თუ კამპანიებს
** მოიძიონ რესურსები სამოქალაქო და სათემო ინიციატივების განსახორციელებლად
** მოიზიდონ მხარდამჭერები სამოქალაქო და სათემო პროექტებისა და კამპანიებისთვის
** შეძლონ ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

რეგისტრაცია და თარიღები:

სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 23 დეკემბერი, 2019 წ.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს http://bit.do/CLC_6

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |