www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქარფესტი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

კომპანია "ქარფესტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, გაყიდვების დეპარტამენტში.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების შეძენა საზღვარგარეთ და მათი ტრანსპორტირება, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და კომპანიის პროდუქტის პრეზენტაცია;
** კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა ამერიკის ავტო აუქციონებზე
** ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული მენეჯერისთვის;
** გაყიდვების გეგმების შესრულება.
** გაყიდვის შემდგომი კომუნიკაცია კლიენტებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია საავტომობილო სფეროში, გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების მენეჯერი".

კომპანია "ქარფესტში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ქარფესტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |