www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო სილვერ 39
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

სასტუმრო "სილვერ 39" ეძებს გენერალურ მენეჯერს.

21 ნომრიანი, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, ბუტიკური სტილის სასტუმრო განთავსებულია ძველ თბილისში.

გენერალური მენეჯერის ფუნქციები იქნება:

** თანამშრომლების დაქირავება, ტრენინგი და ზედამხედველობა
** სასტუმროს ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა
** სასტუმროს ოპერაციების ამსახველი სტატისტიკური და ფინანსური მონაცემების წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის
** ​ჯავშნების, ოთახების დასუფთავების, სამზარეულოს, რეცეფციის, ტერასის, მომარაგების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა
** სასტუმროს გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა
** უსაფრთხოებისა და სტუმრების უვნებლობის უზრუნველყოფა
** სასტუმროს მუშაობის სტანდარტების ამსახველი დოკუმენტაციის შემუშავება, დამტკიცება და დანერგვა
** სასტუმროს ოპერაციების საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა
** სასტუმროს ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** პატარა ან საშუალო ზომის სასტუმროს მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@silver39.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |