www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: რენდომი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

ტანსაცმლის ქართული ბრენდი "რენდომი" 2019 წელს დაარსდა და უკვე 3 თვიანი წარმატებული გამოცდილება აქვს. გაყიდვები მიმდინარეობს, როგორც მაღაზიებში, ასევე ინტერნეტ სივრცეში.

დეკემბრის თვიდან, "რენდომი" უკვე მეორე საკუთარ ბრენდულ მაღაზიას ქმნის, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში მდებარეობს. სწორედ ამიტომ, ვეძებთ ჩვენი გუნდის ახალ სრულფასოვან წევრებს და არა დროებით დაქირავებულ თანამშრომლებს. თუ ხართ ენერგიული, კომუნიკაბელური, გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, გაინტერესებთ თანამედროვე მოდის სამყარო და გაქვთ უნარი დაეხმაროთ მომხმარებელს მისთვის საინტერესო პროდუქტის შერჩევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

სამუშაო ადგილი - სითი მოლი (ვაჟა ფშაველა გამირი)
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 22:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება

ფუნქციები და მოვალეობები:

** გაყიდული საქონლის აღწერა
** მომხმარებლის მომსახურება
** სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება

ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად ხდება 8-ზე მეტი ხნით მუშაობის გათვალისწინებით ხელფასი 700 ლარი

კონტაქტი: tananojafaridze@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |