www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

მოთხოვნები:

** განათლება მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა;
** გამოცდილება გაყიდვებზე მიმართული წამახალისებელი თუ მიზნობრივი აქციების დაგეგმვასა და კონტროლში;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** გამოცდილება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში, დანერგვასა და კონტროლში;
** გამოცდილება მარკეტინგული თუ სარეკლამო კამპანიების (მედია, გარე, ინტერნეტი) შემუშავებაში, დანერგვასა და განხორციელებაში;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დანერგვისა და განხორციელების კონტროლი;
** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** დაქვემდებარებულთა მუდმივი ტრეინინგი, სხვადასხვა სამოტივაციო პროგრამების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** მომხმარებლის მოძიება და მოზიდვა
** კონკურენტული ანალიზის მუდმივი წარმოება
** კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;
** გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
** გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, პიარ ღონისძიებების განხორციელება, ბრენდინგი;
** პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება;
** ყოველდღიური პროცესების კონტროლი.
** კომპანიაში არსებული ბრენდების სტრატეგიული მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმარება, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
** ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვა ყველა შესაძლო ციფრული არხის გამოყენებით
(ვებ-გვერდი, Google, სოციალური მედია არხები, Youtube, email) და სოციალური მედია მენეჯერის კოორდინირება, მონიტორინგი;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნა;
** ღონისძიების დაგეგმვა ობიექტებზე;
** ახალი პროდუქტების/სერვისების შექმნა და განვითარება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შევსებული CV ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოაგზავნოთ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: info@balneo.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |