www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯინო კაპიტალი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

შპს "ჯინო კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე პროექტებისთვის მიმართულების მიცემა
** პროექტების გეგმის შედგენა და დროში გაწერა/მართვა
** პროექტების გეგმისა და ამოცანების შესრულების მონიტორინგი
** რისკებისა და პრობლემური საკითხების მართვა
** პარტნიორებთან და კონსულტანტებთან კომუნიკაცია
** პროექტში ჩართული პირების კოორდინირება და გუნდის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ან პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ საქმიანობაში
** ასაკი 27 წლიდან
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე (დამატებით სასურველი ენების ცოდნა გერმანული, ჩინური)
** დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს: მეგობრულ სამუშაო გარემოს

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |