www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკურიერო-სატრანსპორტო სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას საკურიერო-სატრანსპორტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე. დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს და მიმზიდველ ხელფასს, 1500 ლარიდან (NET).

ძირითადი მოვალეობები:

საკურიერო-სატრანსპორტო სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს:

** ყოველ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკურ ზედამხედველობას; სპეციალური დოკუმენტაციის წარმოებას, სადაც აღწერილი იქნება ჩატარებული სერვისის ტიპი, ჩატარების დრო, საბურავებისა თუ სხვა შეცვლილი სათადარიგო ნაწილის რესურსი და შეცვლის სავარაუდო დრო;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადებას და გაგზავნას ხელმძღვანელთან ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ;
** თუ შესაძლებელია, საკუთარი ძალებით სარემონტო სამუშაოების განხორციელებას.
** აწარმოებს საწვავის წვის ქრონომეტრაჟს თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, და განსაზღვროს საწვავის წვის ნორმებს;
** კურიერების მუშაობის გრაფიკის შედგენასა და მძღოლ-კურიერებზე დავალებების მიცემასა და კონტროლს,
** აკონტროლებს სამუშაო გრაფიკის დაცვას, მოპედების ექსპლუატაციას და პროდუქციის გადასატან თავსებად ჩანთებს;
** აწარმოებს შერჩევას პერსონალის საკუთარი მოპედებით
** ითვლის მძღოლ-კურიერების გამომუშავებულ ყოველთვიურ ხელფასს, გასცემს გამომუშავებულ თანხებს და გასცემს ყოველთვიურად თითოეულ კურიერზე 50 ლიტრ საწვავს კომპანიის კუთვნილ მოპედებისათვის.
** თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, შესაბამისი საწვავისა და საცხებ-საპოხის კვალიფიციურ შერჩევას.
** აკონტროლებს სატრანსპორტო საშუალების, ყოველდღიურ გადაადგილებას, დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით;
** ყოველდღიურად აწარმოებს მონიტორინგს ობიექტებზე და ამოწმებს მოპედების ტექნიკურ მდგომარეობას;
** ამოწმებს მძღოლ-ოპერატორების მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ხარისხს და მათ მიერ შევსებული დოკუმენტაცის სისწორეს;
** საწვავის მიღება-გაცემის კონტროლს;
** სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად, შესაბამისი კვალიფიკაციის კომპანიებისა და ხელოსნების მოძიებას.

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:

** პერსონალის მართვის უნარი;
** ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
** ქართული და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საკურიერო-სატრანსპორტო სამსახურის უფროსი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |