www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

"ბენე ჯგუფი" 2013 წლიდან პოზიციონირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სატრანსპორტო სერვისის მიმართულებით. ლოჯისტიკის სფერო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა, გამოცდილება და მჭიდრო ინტერნაციონალური ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ.

კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციებზე

მოვალეობები:

** მარკეტინგული საქმიანობის სრული სპექტრის დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი;
** კომპანიის კომერციული გეგმებიდან გამომდინარე მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება/კორექტირება კომპანიის დირექტორთან შეთანხმებით;
** მიზნობრივი ბაზრის ყოვლისმომცველი და რეგულარული ანალიზი;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება არსებული და ახალი პროდუქტებისთვის;
** კომპლექსური მარკეტინგული აქტივობების (სარეკლამო, PR და სხვა) განხორციელება, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;
** კორპორატიული ბრენდის მართვა;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინირება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის საქმიანობის ცნობადობის ამაღლებას, ახალი მომხმარებლების მოზიდვას და გაყიდვების გაზრდას;
** კომპანიის სოციალური ქსელების გვერდების მენეჯმენტი.
** პრესასთან და მასმედიასთან ურთიერთობა;
** ახალი პროდუქტების შექმნის ინიცირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სოციალური მედია პლატფორმების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული, დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Hr.manager@benegroup.ge და საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV. შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს.

აქცენტი კეთდება სტაბილურ თანამშრომლებზე, განვითარების პერსპექტივით,
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-19:00),

კომპანიის საიტი: https://benegroup.ge/
Facebook Page: https://www.facebook.com/BeneGroupLTD/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |