www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი საკანცელარიო მასალების შესყიდვაზე
მომწოდებელი: სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვით. ცენტრი
თანდართული ფაილი: 47857_WV_tender_8648166.zip
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 12 დეკემბერი

"სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი" აცხადებს წინასწარ კვალიფიკაციას ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შემდეგ მომსახურებაზე: საკანცელარიო მასალების მოწოდება.

"World Vision" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხუთ კონტინენტზე, 100-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. ეს არის ადამიანთა დახმარებაზე, განვითარებასა და ადვოკატირებაზე მიმართული ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბისა და უსამართლობის დასაძლევად.

1994 წელს "World Vision"-მა საქართველოში საკუთარი ოფისი გახსნა და დღეს ფართომასშტაბიან პროგრამებს ახორციელებს საქართველოში, რაც მოწყვლადი ბავშვების დახმარებას, რეაბილიტაციას და განვითარებას მოიცავს. "World Vision"-მა მდგრადობის შენარჩუნების მიზნით დააარსა ადგილობრივი ორგანიზაციები საქართველოს სამ რეგიონში. სწორედ "World Vision"-ის შვილობილი ორგანიზაციაა სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი.

სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრს ხშირად სჭირდება საკანცელარიო მასალა. შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** ფასების შემოთავაზების ფორმა (გთხოვთ იხილოთ თანდართული ექსელის ფაილი)
** შევსებული კომპანიის რეგისტრაციის ფორმა (თანდართულია)
** სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
** ხელმოწერილი პოლიტიკის დოკუმენტებზე გაცნობის დოკუმენტი (თანდართულია);

განმარტებებისთვის მიმართეთ:

ს"ამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი"
სულხან-საბას ქუჩა #2, ახალციხე, საქართველო
ელფოსტა: Tamar_Barbakadze@wvi.org

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: Tamar_Barbakadze@wvi.org ან დალუქულ კონვერტში, ზემოთ მითითებულ მისამართზე, ადმინისტრაციის ოთახში.

წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 12 დეკემბერი, 18:00 საათი.

გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ "საკანცელარიო". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი განხილული არ იქნება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |