www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ობიექტის მმართველი
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

კომპანია "Sushi24" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის მმართველის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და კრეატიულ თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციის გათვალისწინებით - 1500 ლარიდან (NET).

სამუშაო ადგილია: ქ. თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების - ინგლისურისა და რუსულის თავისუფლად ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Office
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** მოლაპარაკების სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** ოპერატიული რეაგირება, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა; ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალის და ობიექტის მუშაობის ორგანიზება
** შენობის და აღჭურვილობის სათანადო მდგომარეობის კონტროლი მის ობიექტზე.
** უზრუნველყოფს სწორ ურთიერთქმედებას სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებს შორის.
** აკონტროლებს თანამშრომლების უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის გავლას, შრომის დაცვის, სანიტარიული მოთხოვნების, შრომითი დისციპლინისა და შიდა შრომით ნორმებს.
** მიწოდების პროცესის კონტროლი სტანდარტების შესაბამისად
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ამოცანები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ინგლისურ ან რუსულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge და ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ობიექტის მმართველი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |