www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: გერგილი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

შპს "გერგილი" აცხადებს სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას მთელი საქართველოს მასშტაბით.

შპს "გერგილი" წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით.

კომპანიის ექსპერტები თანამშრომლობენ ისეთ საერთაშორისო უწყებებთან როგორიცაა UNDP, TACIS, World Bank, TDA, USAID, ADB და წამყვან საერთასორისო კომპანიებთან BP, SNC -Lavalin, OTC Capital, EnviroSearch International, URS Corporation, Beicip-Franlab, G&F Int, Royal Haskoning და ა.შ.

შპს "გერგილი" ახორციელებს სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებს. კომპანიამ ითანამშრომლა ისეთ მნიშვნელოვან კონტრაქტორ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC); Clean Energy Group Georgia (Namakhvani HPP); მესტია, ჭალა ჰესი; ევროპული ბანკი რეკონსტრუქციისა და განვითარებისთვის (EBRD) Credit Line Project; საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა; მუნიციპალური განვითარების ფონდი; აზიის განვითარების ბანკი (ADB), Ashtrom International Ltd. და Papenburg/Black Sea Group და ა.შ.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პრიორიტეტად მიიჩნევა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები:

** კომპანიაში საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება (ამასთან საგანგებო სიტუაციების მართვა) და აღნიშნული სისტემის კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების გეგმისა და პროცედურების შემუშავებაში ხელშეწყობა;
** მაქსიმალური კონტროლი იმ პროცესების, რომლებიც მოიცავს განსაკუთრებით სახიფათო მოქმედებების შესრულებას (სიმაღლეზე მუშაობა, შეზღუდულ სივრცეში მუშაობა, სახიფათო დანადგარებთან მუშაობა, ელექტრო ხელსაწყოების გამოყენება და ა.შ.);
** საევაკუაციო გეგმის შემუშავებაში ხელშეწყობა;
** საჭირო პერსონალური დამცავი აღჭურვილობის განსაზღვრა;
** გამაფრთხილებელი ნიშნების განსაზღვრა;
** უბედური შემთხვევების და ინციდენტების აღრიცხვა;
** ინციდენტების გამოძიების პროცესში ხელშეწყობა;
** პერსონალის სამედიცინო შემოწმების კონტროლი;
** დანერგილი სისტემების და პროცედურების პერიოდული აუდიტი;
** მუშახელის ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით;
** ანგარიშის მომზადება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება;
** "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონითა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgergili@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და რეგიონი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |