www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმასრულებელი მენეჯერი
მომწოდებელი: აგროპლასტიკი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

კომპანია "აგროპლასტიკი" 2017 წლიდან ფუნქციობს საქართველოში, სათაო ოფისით ქალაქ გურჯაანში. კომპანიამ ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრა, როგორც მაღალი ხარისხის პლასტმასის (პოლიპროპილენის) ყუთების მწარმოებელმა ლიდერმა კომპანიამ.
პლასტმასის ყუთები გამოიყენება ხილის (ატამი, ვაშლატამა, ხურმა, კარალიოკი, ვაშლი, მსხალი, ლეღვი, მანდარინი დაშ), კენკროვნების, ყველა სახის ბოსტნეულის და ყურძნის დასაწყობებისთვის და ტრანსპორტირებისთვის.

აგროპლასტიკის პროდუქცია იყიდება როგორც ცენტრალური საწყობიდან, აგრეთვე სპეციალიზებული მაღაზიებიდან და დისტრიბუტორების მეშვეობით გურჯაანში, ჩუმლაყში, მარნეულში, ლაგოდეხში, გორსა და აჭარაში (ქობულეთი, ხელვაჩაური, ბათუმი).

კომპანია "აგროპლასტიკი" აცხადებს მიღებას აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის დასახული სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულება, მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა
** კომუნიკაცია კომპანიის პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან
** მყიდველების კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში
** საწარმოო პროცესის თანმხლები დოკუმენტაციის შედგენა (ინვოისი, ფაქტურა, მიღება-ჩაბარება, ხელშეკრულებები, ინვენტარიზაცია, მარაგები, დ.ა.შ)
** გაყიდვების პროცესის წარმართვა ინვოისის გაწერიდან პროდუქტის სრულ მიწოდებამდე.
** პროექტების ხარჯთაღრიცხვის კონტროლი და ხარისხისა და ვადებში შესრულების მონიტორინგი
** კომპანიის შემავალი-გამავალი წერილებისა თუ სხვა კორესპონდენციის წარმართვა
** დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლების საქმიანობაში მაქსიმალური მხარდაჭერის განხორციელება;

საკვალიფიკაცაო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გამოცდილება გაყიდვებში
** ენა - ქართული, (ინგლისური დამატებითი უპირატესობაა)
** საოფისე პროგრამები - MS Word, MS Excel
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი, მომხმარებლებთან სანდო, საქმიანი და პროფესიონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ეფექტური მომსახურება

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ორგანიზებულობა
** მოტივირებული

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** სოციალურ პაკეტს (ჯანმრთელობის დაზღვევა, საპენსიო დანარიცხები)
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** *გთხოვთ რეზიუმეში მიუთითოთ, სარგებლობთ თუ არა პირადი ავტომობილით და ხართ თუ არა თანახმა მის გამოყენებაზე ყოველდღიურ საქმიანობაში.
** * ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ 1200 ლარისა.
** საქმიანობის ადგილი: ქალაქი გურჯაანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: agroplastic.ge@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ "მენეჯერი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 დეკემბერი, 2019 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "აგროპლასტიკი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |