www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ნობლექსი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

კომპანია "ნობლექსი" 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით საქართველოს მასშტაბით, რომელიც თბილისსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით "აგროსფერო". ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ ქართველ ფერმერებს, გავუჩინოთ მოტივაცია, რათა სოფლის მეურნეობას მეტი ხალისით და ენთუზიაზმით ემსახურონ, საკუთარ მიწაზე მოიყვანონ ქართული მოსავალი, რომელიც მათი კეთილდღეობის საფუძველი და ფინანსური გარანტი გახდება.

კომპანია "ნობლექსი" აფართოებს მაღაზიათა ქსელს და 2020 წლის გაზაფხულზე ხსნის ახალ ფილიალს მარნეულში! რაც, ადგილობრივ ფერმერებს მისცემს საშუალებას, შეიძინონ ხარისხიანი პროდუქცია მცენარეთა დაცვისა და მოვლისათვის.

ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, გვაქვს 4 ვაკანსია, მარნეულის სოფელ წერეთელში

1. სერვის ცენტრის ხელმძღვანელი - ევალება მაღაზიისა და თანამშრომლების მართვა, შეკვეთების გაკეთება და პროდუქციის კონტროლი. სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს მსგავსი გამოცდილება და ერკვეოდეს სოფლის მეურნეობაში.

2. ოპერაციული მენეჯერი - ევალება 1c პროგრამაში მუშაობა და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება. სასურველია, იგივე პროგრამაში გამოცდილება და ექსელის ცოდნა

3. გაყიდვების მენეჯერი - ევალება ფერმერებთან ვიზიტი ნაკვეთებში, უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა და იცოდეს მანქანის ტარება. სასურველია, ერკვეოდეს სოფლის მეურნეობაში.

4. კონსულტანტი - ევალება სერვის ცენტრში შემოსული მომხმარებლის კონსულტაცია და მომსახურება. სასურველია, სასურველია, ერკვეოდეს სოფლის მეურნეობაში.

აუცილებელია, ქართული და აზერბაიჯანული ენების ცოდნა. სასურველია, თუ დამატებით რუსული და სომხურიც ეცოდინებათ.

რეზიუმეების მიღება 20.12.2019-ის ჩათვლით, ელფოსტაზე: hr@noblex.ge

გაითვალისწინეთ: აუცილებელია, მიუთითოთ თუ რომელ ვაკანსიაზე აგზავნით CV-ს
წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |