www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რუსულენოვანი კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: Lime Consulting
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "Lime Consulting" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში რუსულენოვანი კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

თუ რუსული თქვენთვის მშობლიური ენაა და დაინტერესებული ხართ გაყიდვებში მუშაობით, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე. განვიხილავთ როგორც გამოცდილ კანდიდატებს, ასევე დამწყებ სპეციალისტებს, ვისაც სურვილი აქვს თავი გამოსცადოს ახალ სფეროში.

საკვალიფიკაციო გამოცდილება და უნარები:

** რუსულად გამართული მეტყველების და წერის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის, თუმცა მისასალმებელია;

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოთ ხარისხიანი სატელეფონო მომსახურების მიწოდება;
** დაამყაროთ გრძელვადიანი და მეგობრული ურთიერთობა მომხმარებლებთან;
** შეასრულოთ ძირითადი KPI შემდგომი გაზრდით

რას გთავაზობთ:

** სამუშაო საათები: სამშაბათი - შაბათი, 12:00 დან 21:00 მდე.
** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი;
** უფასო სწავლას;
** მეგობრულ და თბილ კორპორატიულ გარემოს;
** მყარ სამოტივაციო სისტემას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს, როგორც ადგილმდებარეობის, ასევე უფასო ჩაი, ყავა და ხილის უზრუნველყოფის მხრივ;

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr-tbilisi@limecs.net

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

იხილეთ ეს განცხადება რუსულ ენაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |