www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: ევრობრენდი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოდგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები).

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასიამოვნო გარეგნობა;
** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** ასაკი: 25-დან 40 წლამდე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Internet);
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.

გრაფიკი: შეთანხმებით, სრული ან არასრული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: hr@eurobrand.ge და
კონსულტანტი თბილისში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |