www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: SME განყოფილების ალტერნატიული არხებით გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

სს "თიბისი დაზღვევა" სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ალტერნატიული არხებით გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შრომის ანაზღაურება: ხელფასი + საკომისიო
სამუშაო ადგილი: თბილისი

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:

** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

** ალტერნატიული გაყიდვების არხებში ვიზიტების განხორციელება;
** პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და ფაიფლაინების მართვა;
** კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა;
** ლიდების გენერაციის უზრუნველყოფა;
** დასახული გეგმების შესრულება;
** შედეგების ანალიზი და წარდგენა მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი: 032 2 242 22 22 *313
ელფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |