www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი - თურქ., ინგლ., რუს.
მომწოდებელი: York Towers
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

კომპანია "იორკ თაუერსი" აცხადებს ვაკანსიას თურქულ-ინგლისურ და რუსულ-ინგლისურ ენოვანი გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

ძირითადი მოვალეობები:

** მოლაპარაკების წარმართვა, შეთავაზების გაკეთება, პროდუქტების რეალიზაცია;
** არსებული მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების კონტროლი შეკვეთის მიღების მომენტიდან, მის დასრულებამდე და საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებამდე.
** ანგარიშის/რეპორტინგის მომზადება მიმდინარე გაყიდვების პროცესის შესახებ.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მოტივირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: yorktowersnatalia@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |