www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის ცომის მომზადება;
** სხვადასხვა სახის პროდუქტის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით;
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, მანქანა დანადგარების გასუფთავება;

ძირთადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ცომთან მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა;
** პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** შრომისმოყვარე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |