www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

საქართველოს "SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე ზუგდიდში.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - "მოწყვლადი ოჯახებისა და მათი შვილების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, აცხადებს ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 3 საათიდან 6 საათამდე.
ასაკობრივი ჯგუფი: 6-დან 18 წლამდე ბავშვები და მოზარდები.
ანაზღაურება: საათობრივი.

ძირითადი მოვალეობები:

** საგანმანათლებლო/სასწავლო საჭიროებების მქონე ბავშვების აკადემიური მოსწრების ამაღლება/გაზრდა;
** ბავშვებთან ინდივიდუალური და/ან ჯგუფური პედაგოგიური მუშაობა;
** ბავშვების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, პედაგოგიური საქმიანობის გზით;
** პედაგოგიური საქმიანობის დაწყებამდე, საგანმანათლებლო/სასწავლო საჭიროებების მქონე ბავშვების შეფასება სპეციალური მეთოდოლოგიის (ტესტების) საშუალებით;
** სასწავლო პროგრამის შემუშავება, ბავშვების ინდივიდუალური საგანმანათლებლო/სასწავლო საჭიროებების გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
** პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია, კანდიდატი იყოს სერტიფიცირებული ინგლისური ენის პედაგოგი)
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი; უკუკავშირის კონსტრუქციული გაცემა და მიღება; კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და ბავშვების თავისებურებების გათვალისწინება;
** ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** "SOS ბავშვთა სოფლის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი, CV (რომელიც შეიცავს რეკომენდატორი პირების საკონტაქტო ინფორმაციას) და მოკლე აღწერა/ხედვა შესასრულებელი პედაგოგიური საქმიანობის შესახებ, შემდეგ ელ-ფოსტაზე: Tamar.Meskhia@sos-kd.ge 2019 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა. განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |