www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასერთიფიკაციო მონიტორინგის და შეფასების ტრენინგ კურსი
მომწოდებელი: Depa Consulting
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სასერთიფიკაციო მონიტორინგის და შეფასების ტრენინგ კურსი (I მოდული)

DEPA Consulting-ის ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ მონიტორინგის და შეფასების 4 დღიან ტრენინგ კურსს (I მოდული), რომელიც ჩატარდება 21-22 დეკემბერს და 17-18 იანვარს (თუ აღნიშნული თარიღები არაა მისაღები და სხვა ჯგუფში გსურთ დარეგისტრირება, სასურველი პერიოდი შეგიძლიათ მიუთითოთ სარეგისტრაციო ფორმაში).

DEPA Consulting ფოკუსირებულია შემდეგი ტიპის საკონსულტაციო და შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე: პროგრამის /პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განვითარება (M&E); პროექტის/პროგრამის შეფასება, სოციოლოგიური კვლევები, საჭიროებების შეფასება, ინსტიტუციონალური განვითარება, პოლიტიკის დაგეგმვა, ინფორმაციისა და მონაცემების მართვა და სხვა მსგავსი მომსახურების სახეები. გარდა ამისა, ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზებას.

მონიტორინგის და შეფასების ტრენინგის მიზანია, მსმენელებს გააცნოს მონიტორინგისა და შეფასების დანიშნულება, მისი როლი სტრატეგიის, პროექტისა თუ პროგრამის მართვის პროცესში. ტრენინგის დროს გამოყენებული იქნება ინტერაქტიული სწავლების მეთოდები.

ტრენინგი განკუთვნილია სტრატეგიულ დაგეგმვაში, მენეჯმენტში, ანგარიშგებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში ჩართული პირებისათვის, რომლებიც დასაქმებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციებში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ საჯარო სექტორში.

ტრენინგის საკითხები:

** მონიტორინგის და შეფასების არსი და მათ შორის სხვაობა
** მონიტორინგის და შეფასების დანიშნულება (შედეგზე ორიენტირებული მართვა (Results Based Management), ეფექტურობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, და ა.შ.)
** მონიტორინგის და შეფასების როლი სტრატეგიის/პროექტის/პროგრამის მართვის ციკლში (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება, ანგარიშგება)
** ლოგიკური ჩარჩო (Logical Framework) და ცვლილებების თეორია (Theory of Change)
** მონიტორინგის და შეფასების ფუნქცია ლოგიკურ ჩარჩოსთან მიმართებაში
** ინდიკატორები (SMART, CREAM კრიტერიუმები, ინდიკატორის ტიპები, დისაგრეგაციები)
** მონიტორინგსა და შეფასებასთან დაკავშირებული შესაძლო სირთულეები
** შეფასების კრიტერიუმები (რელევანტურობა, ეფექტურობა, ეფექტიანობა, ზეგავლენა, მდგრადობა), შეფასების პერიოდულობა (საბაზისო, შუალედური, საბოლოო)
** კვლევის მეთოდები: სამაგიდო კვლევა, რაოდენობრივი და თვისებრივი (ფოკუს ჯგუფი, ჩაღრმავებული ინტერვიუ) კვლევის მეთოდები
** სამაგიდო და თვისებრივი კვლევის ტიპები, განხორციელების ეტაპები და პრინციპები
** რაოდენობრივი კვლევის ტიპები და განხორციელების ეტაპები
** კითხვარის შედგენის წესები
** შერჩევის მიზანი, რეპრეზენტატულობა, შერჩევის მეთოდები
** მონიტორინგს, შეფასებას, ლოგიკურ ჩარჩოს და კვლევის მეთოდებს შორის კავშირი

ტრენერები: რუსუდან ქარდავა და გიორგი შუბითიძე

რუსუდან ქარდავა - Depa consulting-ის დირექტორი და დამფუძნებელი, მონიტორინგის და შეფასების ექსპერტი. რუსუდან ქარდავა ფლობს განვითარების შეფასებისა და მართვის მაგისტრის ხარისხს ანტვერპენის უნივერსიტეტიდან (ბელგია). მისი 14 წლიანი გამოცდილება მონიტორინგისა და შეფასების სფეროში მოიცავს როგორც მონიტორინგისა და შეფასების (M&E) მენეჯერის ასსევე კონსულტანტის პოზიციებზე მუშაობის გამოცდილებას, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივ არსამთავრობო ორგანიზაციებში (UNDP, UN FAO, USAID და ა.შ.), ასევე საჯარო სექტორში (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქსტატი). Depa consulting-ში მის მიერ განხორციელებულ მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებთან ერთად აღსანიშნავია შრომის ბაზარის კვლევა, რომელიც აფრიკის 25 სახელმწიფოში ჩატარდა. გარდა ამისა, მას ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით.

გიორგი შუბითიძე - Depa consulting-ის დირექტორი და დამფუძნებელი. შეფასებისა და სოციალური კვლევების ექსპერტი.
გიორგი შუბითიძე ათ წელზე მეტია, რაც თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების, პროექტებისა და პროგრამების შეფასების მიმართულებით საქმიანობს. ის ფლობს განვითარების სწავლების და მმართველობის მაგისტრის ხარისხს (ანტვერპენის უნივერსიტეტი, ბელგია), არის სოციოლოგიისა და სოციალური თეორიების მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). შეფასებისა და მონიტორინგის სფეროში მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე, მან საკონსულტაციო მომსახურება გაუწია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, IREX Georgia, FAO Georgia, UNDP Georgia, UN Women Georgia, DVV International, GIZ და Heinrich Boell Foundation, CENN და სხვა.

ტრენინგის ღირებულება: 600 ლარი

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/XZ9iAdocTpSxvZAq6

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 16 დეკემბერი, 2019 წელი

ტრენინგის ჩატარების ადგილი: DEPA Consulting-ის ოფისი.
მის: ქ. თბილისი, ნუცუბიძის პლატო, ბესარიონ ჟღენტის ქუჩა 32
საკონტაქტო პირი: ილონა გოგია
მობ: +995 593 939327
ელ-ფოსტა: info@depa-consulting.com
ვებ-გვერდი: http://www.depa-consulting.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |