www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანგარიშსწორების ოპერატორი
მომწოდებელი: მადარტ
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს ფინანსური ანგარიშსწორების ოპერატორის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი (წერეთელი)
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე; 17:00 - 23:30
ანაზღაურება: 700 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროს ნაშთის კონტროლი
** მძღოლი/კურიერების ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციის შემოწმება;
** საქვეანგარიშო პირების მიერ ჩარიცხული თანხების შემოწმება;
** დანაკლისების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** დღის დახურვის და პირველადი დოკუმენტაციის დაარქივება, აღრიცხვა და ბაინდერების მოწესრიგება;
** საქვეანგარიშოდ თანხის გაცემა, გასავლის ორდერების შევსება/მოწესრიგება

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსური / ბუღალტრული მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 05 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |