www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცირე საოჯახო სახლის ლიდერი, აღმზრდელი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მცირე საოჯახო სახლის ლიდერი და აღმზრდელები.

სამუშაო ადგილი: ზესტაფონი.

ზესტაფონის სოფელ კვალითში არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი წარმოადგენს მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის განკუთვნილ, 24 საათიან ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებას. აღნიშნულ სახლში ცხოვრობს 8 ბავშვი, რომლებსაც მომსახურებას უწევს 4 აღმზრდელი. აღმზრდელები ასრულებენ 24 საათიან მორიგეობას წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით. სახლს ჰყავს ლიდერი, რომლიც ძირითადი საქმიანობას აღმზრდელების მხარდაჭერა და ადმინისტრაციული საქმიანობა წარმოადგენს.

1. მცირე საოჯახო სახლის ლიდერი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1.

საქმიანობის ძირითადი მიზანი:

მხარდაჭერა გაუწიოს და დაეხმაროს მომსახურებაში დასაქმებულ აღმზრდელებს, რათა მათ მცირე საოჯახო სახლში შექმნან თბილი და სიყვარულით სავსე გარემო; გარდა ამისა, იზრუნონ ბავშვების ჯანსაღ ფიზიკურ, შემეცნებით, ფსიქოლოგიურ და ემოციურ განვითარებაზე. ლიდერი ვალდებულია იზრუნოს მომსახურების მაღალ ხარისხზე. შესაბამისად, იგი პასუხისმგებელია მონიტორინგი გაუწიოს და დაეხმაროს აღმზრდელებს სწორად და ეფექტურად წარმართონ თავიანთი საქმიანობა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:

** უზრუნველყოს მომსახურებაში ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების განხორციელება და დაცვა;
** ხელი შეუწყოს მომსახურებაში თბილი ოჯახური გარემოს შექმნას და ბავშვებში ღირსების, საკუთარი და სხვების პატივისცემის გრძნობის განვითარებას;
** უზრუნველყოს ბავშვებთან ინდივიდუალური აღმზრდელობითი საუბრებისათვის შესაბამისი დროის გამოყოფა და გაგებით მოეკიდოს ბავშვების პრობლემებსა და მათ განვითარებასთან დაკავშირებულ სირთულეებს;
** ხელი შეუწყოს ბავშვებში სოციალური, ცხოვრებისეული, შრომითი და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებასა და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას;
** ხელი შეუწყოს ოჯახში ახლადმიღებული ბავშვის უმტკივნეულოდ ადაპტაციისა და თემში ინტეგრაციის პროცესს;
** ბავშვ(ებ)ის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ბიოლოგიურ მშობლებთან/ოჯახებთან კონტაქტების გაძლიერებას;
** იზრუნოს საკვები პროდუქტების შესყიდვა-მომარაგებაზე და ბავშვების ჯანსაღი და მდიდარი რაციონის მქონე საკვების მომზადებაზე (ოთხჯერადი კვება); გარდა ამისა, სამეურნეო ნივთებისა და ტანსაცმლის ყიდვაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება პედაგოგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და/ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა;
** ბავშვების/მოზარდების ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
** ბავშვთა უფლებების დაცვა და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა - ბავშვთა უფლებების გააზრება და დაცვა; ბავშვებთან/მოზარდებთან ჯანსაღი, პატივსაცემი და ტოლერანტული ურთიერთობების დამყარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი; შეცდომების კონსტრუქციული მართვა; უკუკავშირის გაცემა და მიღება; კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება;
** ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** "SOS ბავშვთა სოფლის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.

2. მცირე საოჯახო სახლის აღმზრდელი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4.

საქმიანობის ძირითადი მიზანი:

აღმზრდელის საქმიანობის მთავარი მიზანია, რომ ბავშვები/ახალგაზრდები მომსახურებიდან გავიდნენ ისე, რომ მათ გააჩნდეთ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება. აღმზრდელის მოვალეობაა მომსახურებაში შექმნას თბილი, სიყვარულით სავსე გარემო და იზრუნოს ბავშვებზე, უზრუნველყონ ბავშვების ჯანსაღი ფიზიკური, შემეცნებითი, ფსიქოლოგიური და ემოციური განვითარება. აღმზრდელი პასუხისმგებელია მცირე საოჯახო სახლში მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების აღზრდა-განვითარებაზე, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალიზაციაზე. აღმზრდელი ანგარიშვალდებულია მცირე საოჯახო სახლის ლიდერის წინაშე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:

** შექმნას ბავშვებისათვის თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახური გარემო;
** უზრუნველყოს მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რომელიც თავის მხრივ შესაძლებელია მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებითა და თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებით;
** ასწავლოს ბავშვ(ებ)ს საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება და ეტაპობრივად მოამზადოს ის(ინი) დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
** იზრუნოს სხვადასხვა ასაკის ბავშვზე, მიუხედავად მათი სქესისა, ეროვნებისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სექსუალური ორიენტაციისა;
** მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ოჯახში ახლადმიღებული ბავშვის უმტკივნეულოდ ადაპტაციისა და თემში ბავშვის ინტეგრაციის პროცესს; გარდა ამისა, გაგებით მოეკიდოს ადაპტაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს;
** მოამზადოს ოჯახში ახალი ბავშვის მისაღებად შესაბამისი გარემო; უზრუნველყოს ბავშვი ყველა აუცილებელი ნივთით; აღნიშნოს ბავშვის მიღება, რომელიც გულისხმობს პატარა დღესასწაულის ორგანიზებას ოჯახში;
** იზრუნოს საკვები პროდუქტების შესყიდვა-მომარაგებაზე და ბავშვების ჯანსაღი და მდიდარი რაციონის მქონე საკვების მომზადებაზე (ოთხჯერადი კვება); გარდა ამისა, სამეურნეო ნივთებისა და ტანსაცმლის ყიდვაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება პედაგოგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და/ან სხვა მომიჯნავე სფეროში (სასურველია);
** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა;
** მცირე საოჯახო სახლში ცხოვრების მზაობა გრძელვადიანი პერსპექტივით;
** ცვლაში მუშაობის მზაობა;
** ბავშვებთან თანაცხოვრების მოტივაცია; მათი ინდივიდუალური თავისებურებებისა და გამოცდილების გათვალისწინება და ადეკვატური ზრუნვა;
** ბავშვების/მოზარდების ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** ბავშვის ქცევითი სირთულეების მართვის მზაობა - რთული ქცევის გამოვლენის უნარი და პოზიტიური აღზრდის მეთოდების გამოყენება; სტაბილური ურთიერთობების დამყარება და პოზიტიური და თბილი ატმოსფეროს შექმნა;
** ბავშვთა უფლებების დაცვა და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა - ბავშვთა უფლებების გააზრება და დაცვა; ბავშვებთან/მოზარდებთან ჯანსაღი, პატივსაცემი და ტოლერანტული ურთიერთობების დამყარების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი და სიმშვიდის შენარჩუნება;
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი; შეცდომების კონსტრუქციული მართვა; უკუკავშირის გაცემა და მიღება; კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** "SOS ბავშვთა სოფლის" ხედვისა და ღირებულებების გაზიარება.

აღმზრდელების დამატებითი სამუშაო პირობები: ცვლაში მორიგეობა, ღამის და დასვენების დღეების ჩათვლით (კანონმდებლობით დადგენილი ნორმების ფარგლებში).

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge ან წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ახალგაზრდობის შესახვევი 3, ქუთაისის "SOS ბავშვთა სოფელი", 2019 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |