www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაცივარ-დანადგარების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მაცივარ-დანადგარების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალებში არსებული მაცივრების დათვალიერება
** მაცივრებში ტემპერატურის შემოწმება
** ფილიალებში არსებული მაცივრების გაწმენდა
** დაზიანებული ნაწილების შეცვლა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** საკუთარი ავტომობილი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული და თავაზიანი
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- "მაცივარ-დანადგარების სპეციალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |