www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანის დამხმარე
მომწოდებელი: სასტუმრო რუმსი ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

"Rooms Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: მიმტანის დამხმარე;
განყოფილება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი;
მოახსენებს: სასმელებისა და კვების დეპარტამენტის ზედამხედველს, სასმელებისა და კვების დეპარტამენტის სერვის მენეჯერს.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ფიზიკურად დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** განახორციელოს სასმელებისა და კვების დეპარტამენტში მზა საკვების გადაადგილება სამზარეულოდან მიმტანამდე;
** გარკვეულ შემთხვევებში დაეხმაროს მიმტანს, კომუნიკაციაში შევიდეს მომხმარებელთან (სტუმართან);
** შეასრულოს ყველა დავალება ზედმიწევნითი სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
** უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სისუფთავე ნებისმიერ დროს;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს. აქტიურად ჩაერთოს მათ სწავლებაში;
** დაესწროს ყველა ტრენინგს, რომელიც ტარდება სამზარეულოს თანამშრომლებისთვის;
** პასუხისგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 27 დეკემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Hr.kazbegi@roomshotels.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ განიხილება.

მოცემული სამუშაო აღწერილობა შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |