www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ძველი თბილისის რაიონის რეალტორი
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 28 დეკემბერი

თუ გსურთ, კარიერა დაიწყოთ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე ყველაზე მაღალანაზღაურებად პოზიციაზე, სადაც კომფორტული გარემო და კარიერული წინსვლის პერსპექტივა გექნებათ, მაშინ ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვის არის!

საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" აცხადებს ვაკანსიას ძველი თბილისის რაიონის რეალტორის პოზიციაზე.

რეალტორი - ეს არის უძრავი ქონების კონსულტანტი, გაყიდვების ექსპერტი. ეს არის პროფესია, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადია საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად აუცილებელია ფლობდეთ ინგლისურ და რუსულ ენებს სასაუბრო დონეზე.

სამუშაოს აღწერა:

** ძველ თბილისში (მთაწმინდა, ვერა, სოლოლაკი) არსებული უძრავი ქონების პორტფოიოს შექმნა / მონიტორინგი;
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია/ მოლაპარაკებების წარმოება;
** უძრავი ქონების მეპატრონეებსა და კლიენტს შორის გარიგების პროცესის წარმართვა;

თქვენ გელოდებათ:

** დადებითი, კომფორტული სამუშაო გარემო;
** მაღალი ანაზღაურება;
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ნებისმიერი თქვენს მიერ წარმოთქმული საინტერესო ინიციატივის გათვალისწინება;
** უცხოელ და ქართველ კლიენტებთან მუდმივი მუშაობის შესაძლებლობა.

შერჩეული კანდიდატი რეალტორის პროფესიას შეისწავლის სტაჟირების პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება საკომუნიკაციო და გზის ხარჯებით.

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/19:00, შაბათი 11:00/16:00.

რეალტორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |